ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ინფექციების სეზონი: მშობლებს რეკომენდაციას პაატა იმნაძე აძლევს

ინფექციური ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აძლევს:

“შემოდგომის სეზონზე, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ბრუნდებიან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის წითელა და წითურა. პროფილაქტიკისთვის მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, არის თუ არა ბავშვი აცრილი. ასევე, სკოლაში, თუ რაიმე სახის გეგმიური აცრა გამოტოვებული აქვს მოზარდს, ასეთ დროს აუცილებელია, რომ ბავშვი აიცრას. სხვა მხრივ, ამ პერიოდში, განსაკუთრებული არაფერი ხდება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ამ სეზონზე ხშირია, ნაწლავური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, პრევენციისთვის კი მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა.

იტვირთბა....