“ინფორმაციას, რომ მერის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ…” – ასეთი განცხადება გააკეთა ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტმა დავით აქუბარდიამ ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, 2 დღეში ის გააკეთებს სპეციალურ განცხადებას და კონკრეტულად იტყვის დეტალების შესახებ.
შეგახსენებთ, “ტრადიციონალისტთა პარტიამ” ინიციატივა გამოთქვა, რომ დედაქალაქის არჩევნებში მონაწილეობა დავით აქუბარდიამ მიიღოს.