ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩივრების მესამედი დაკმაყოფილდა: პედაგოგთა გამოცდის აპელაციის შედეგები

პედაგოგთა გამოცდის აპელაციაზე შეფასებისა და გმოცდების ეროვნულ ცენტრში სულ 1900-მდე  განაცხადი შევიდა და განმცხადებელთა მესამედს ქულა მოემატა. რამდენიმეს კი დააკლდა კიდეც.

როგორც  ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, ყველაზე მეტი განაცხადი პროფესიული უნარების გამოცდასთან დაკავშირებით იყო – 400-ზე მეტი. დაახლოებით ამდენივე დაწყებითებშიც.

„საკმაო რაოდენობა იყო ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც, მათემატიკაშიც. იმ საგნებში, სადაც ყველაზე მეტი ე.წ. ღია დავალებაა მოცემული – თხზულება, ესე, ან რაიმე ასეთი ტიპის. ანუ, არა იმ დავალებებს ასაჩივრებენ სადაც რამდენიმე ვარიანტიდან ერთი პასუხი უნდა მოენიშნათ, არამედ სადაც უნდა ემსჯელათ, განვრცობილი პასუხი დაეწერათ. ასეთ დავალებას ღია დავალებას ვეძახით. ბიოლოგია-ფიზიკა-ქიმიაში კი ბევრად ნაკლები განაცხადი იყო, სულ რამდენიმე ათეული,“  –  აღნიშნავს მინდაძე.

წელს პედაგოგთა გამოცდაზე სულ 28 ათასი აპლიკანტი დარეგისტრირდა. შარშან  კი დაახლოებით 16 ათასი. შესაბამისად, მინდაძის თქმით, რაოდენობრივად წელს ბევრად მეტი საჩივარი შევიდა, ვიდრე შარშან, თუმცა პროცენტულად დაახლოებით ერთი და იგივე.

ჩვენს კითხვაზე –  მაქსიმუმ რამდენი ქულა მოემატათ აპლიკანტებს, მინდაძემ გვითხრა, რომ ზუსტად ვერ იხსენებს და რომ განსხვავებულად მაღალი ქულის მატების შემთხვევა დაამახსოვრდებოდა.

„მოგეხსსენებათ, ამ გამოცდაში აღარაა ბარიერი და გამსვლელი ქულა. ასე რომ, მოქმედმა მასწავლებლებმა თავიანთი კომპეტენცია დაადასტურეს, სხვადსხვა ქულა მიიღეს, სხვადასხვა კრედიტქულა მიიღეს,“ – დასძენს იგი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლიანი პასუზის შემდეგ პედაგოგებმა წელს პირველად პროფესიული უნარების გამოცდაც ჩააბარეს.

შედეგები იხილეთ აქ

edu.aris.ge

იტვირთბა....