ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება

ექსპერტი არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება. არჩილ გამზარდიამ “მეტრონომს” განუცხადა, რომ ის ტელეკომპანია ,,იბერიაში” პოლიტიკურ ტოკ-შოუს ,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად” წაიყვანს  და სტუმრებთან ერთად მიმდინარე დღის მთავარ ამბებს განიხილავს.

,,გიდასტურებთ, რომ ნამდვილად კვლავ ტელევიზიას ვუბრუნდები. ჩემი და ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლობა შედგა. ეს საავტორო ტიპის გადაცემა იქნება და ყოველ სამუშაო დღეს, დღეში ორჯერ გავა. დროები ზუსტდება და მოგვიანებით მოგაწოდებთ ამის შესახებ ინფორმაციას. პოლიტიკური ტოკ-შოუ იქნება, რომელშიც დღის და მიმდინარე ახალ ამბებს განვიხილავთ”, – განუცხადა “მეტრონომს” არჩილ გამზარდიამ.

,,ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად ,,იბერიას” ეთერში სავარაუდოდ მომდევნო კვირის ორშაბათიდან გავა.

არჩილ გამზარდიას თქმით, ის არ აპირებს შეწყვიტოს თავისი პროფესიული საქმიანობა და თუ მედიასთვის მისი ანალიტიკური პოზიციები საინტერესო იქნება, ყველა მედიასაშუალებასთან შეზღუდვის გარეშე ითანამშრომლებს.

 

იტვირთბა....