ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი“

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ამჟამად თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. მისი აზრით, თურქეთი არც ახლა და არც არასდროს ყოფილა ამისთვის მზად. “მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი“, – განაცხადა ანგელა მერკელმა მარტინ შულცთან გამართულ წინასაარჩევნო დებატებისას.

ანგელა მერკელი ამბობს,  რომ გერმანიას თურქეთში მისი  მოქალაქეების დაჭერაზე პასუხის გაცემა ეკონომიკური ზომების გამოყენებით შეუძლია. კანცლერის აზრით, თურქეთი ევროპას ძალიან სწრაფად და საოცრად შორდება. მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მძიმე პოლიტიკური ურთიერთობისა, მერკერის თქმით, გერმანია თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს.

 

იტვირთბა....