aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის ჩასაქრობად საჭირო აღჭურვილობას და სასმელ წყალს ცხენებით აიტანენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ართანაში, კოხტას მთის ციცაბო ფერდობზე ცეცხლის კერის მიუდგომელ ადგილებზე ხანძრის ჩასაქრობად საჭირო აღჭურვილობისა და სასმელი წყლის ასატანად გამთენიისას საპალნე ცხენები გაიგზავნა.

კახეთში ხანძრის ორ კერაზე თუშეთში, ხახაბოს მთაზე და ართანაში – კოხტას მთაზე მაშველთა დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი, ხანძრის ლოკალიზაციაზე დილიდან მუშაობს ავიაციაც.

კახეთის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფრომაციით, კოხტას მთებში ამ დროისათვის ცეცხლის დაახლოებით 8-9 კერაა და ვითარება რთულია, რადგან ცეცხლი ტყეს მიუვალ ადგილას უკიდია. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია ტყეში გზის გაჭრაც.

 

იტვირთბა....