პროფკავშირების თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების დარგობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს მიმართავს და იმ დელეგატთა სიის გასაჯაროებას მოითხოვს, ვინც 15 სექტემბერს, პროფკავშირების თავმჯდომარის ასარჩევ ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ოქიტაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ეს დელეგატები იღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.
ოქიტაშვილი ამბობს, რომ პროფკავშირების დღეს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ინფორმაციას არ ასაჯაროებს. დავით ოქიტაშვილის განმარტებით, დელეგატთა ზუსტი სია წინაასარჩევნო შეხვედრებისა და საკუთარი პროგრამის წარსადგენად სჭირდება.
პროფკავშირების თავმჯდომარის მომდევნო არჩევნებში ორი კონკურენტის ვინაობა უკვე ცნობილია. ერთმანეთს ირაკლი პეტრიაშვილი და დავით ოქიტაშვილი დაუპირისპირდებიან.