გერმანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა იმსხვერპლა. შემთხვევა ადლიგენში წუხელ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცები სადგურში ღამით გადაადგილდებოდნენ, სატვირთო მატარებელს ყურადღება არ მიაქციეს და ის მათ დაეჯახა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს გერმანიის პოლიციამ დაუდასტურა.
უწყების განცხადებით, დაწყებულია გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა. გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო უწყებაში ჯერჯერობით არ ასახელებენ.