ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბასთუმანში ხანძრის პრევენციის მიზნით მონიტორინგი გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 50-ზე მეტი მეხანძრე და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები აბასთუმანში ხანძრის პრევენციის მიზნით მონიტორინგს აგრძელებენ.

სააგენტოს ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე 50-ზე მეტი მეხანძრე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად იმყოფება.

“ამ დროისთვის აბასთუმანში სიმშვიდეა. არსად არ გვაქვს ხანძრის კერა. თუმცა, ადგილზე სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მონიტორინგს ახორციელებენ. რამდენ ხანს გაგრძელდება მონიტორინგის პროცესი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია”, – აცხადებენ სააგენტოში.

ხანძარი აბასთუმანში 29 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

იტვირთბა....