საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები დაასახელა.
კერძოდ, იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები არიან:
ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია
ბაღდათი – არჩილ გოგსაძე
ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე
სამტრედია – ვალერიანე ფოცხვერია
საჩხერე – ბენიამენ ფალავანდიშვილი
ტყიბული – თემურ ჩუბინიძე
წყალტუბო – გრიგოლ იოსელიანი
ჭიათურა – პაატა ნადირაძე
ხარაგაული – ნიკოლოზ თოფურიძე
ხონი – ლადო ჯურხაძე
ზესტაფონი – კახაბერ მახათაძე
პირველ სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.