კახეთში, ართანას ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად 3 ვერტმფრენი გაემგზავრა. მათ შორის ერთი საქართველოს შს სამინსიტროს ეკუთვნის, ხოლო 2 – ირანს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში “მეტრონომს” განუცხადეს, ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო.
სამუშაოებს ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ბრიგადები ასრულებენ.
ცეცხლი ართანის ტყეში დღეს დილით გაჩნდა. ზოგიერთ ადგილზე წიწვოვანი ხეები იწვის. ამ წუთებში მობილიზაცია თელავის აეროპორტში მიმდინარეობს.
თელავიდან ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველები, ართანას ტყეში, ხანძრის კერებთან გადაიყვანეს. ცეცხლი კავკასიონის ქედზე, მიუვალ ადგილზე, ტყის მასივის შუაგულში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. სპეციალისტები სიტუაციას აფასებენ.