თელავში, კოხტას მთაზე ხანძრის ჩასაქრობად თელავის მუნიციპალიტეტი ხელისუფლებას ვერტმფრენის გაგზავნას სთხოვს.
“ართანის მახლობლად კოხტას მთაზე გაჩენილ ხანძრის ჩაქრობისთვის დასახმარებლად ვერტმფრენი მოვითხოვეთ, ველოდებით პასუხს”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ბესიკ გაიპარაშვილმა.
გაიპარაშვილის თქმით, კოხტას მთაზე ხანძრის ორი კერაა და მისი გავრცელების საშიშროება დგას. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ის შესაძლოა ღამით, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს, მეხის ჩამოვარდნით გაჩენილიყო.
კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი ერთი საათის წინ გაჩნდა. კახეთის სამაშველო სამსახურის ხელმძღვენლის თქმით, რთული რელიეფის გამო სპეციალური ტექნიკის ადგილამდე მიტანა რთულია, ამიტომ მეხანძრეებს 5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.