უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გია ცერცვაძის ექსტრადირებაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს. შესაბამისი წერილი ცერცვაძის ადვოკატმა მედიას წარუდგინა. ცერცვაძის ადვოკატის განცხადებით, ჩვეულებრივ, ამგვარ ვითარებაში, უკრაინა ექსტრადიციას თანხმდება. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, არ გადავეცით სახელმწიფოს, რომელთანაც ომი გვაქვს, მეომარი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა.
“გიორგი ცერცვაძეს შეუძლია, რომ კანონიერად დარჩეს უკრაინაში, იცხოვროს, იმუშაოს და გააგრძელოს ის, რისთვისაც ჩამოვიდა“, განაცხადა პროკონოვამ.
მისივე თქმით, ცერცვაძე აპირებს უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად განცხადების შეტანას და საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაბრუნება სურს.
შეგახსენებთ, ცერცვაძე კიევის აეროპორტში წელს, 15 იანვარს საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, ცერცვაძე სოჭში განზრახ მკვლელობის ჩადენასა და მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი და სწორედ ამ მიზეზით ითხოვს, რუსეთი მის ექსტრადირებას, თუმცა თავად ცერცვაძე და მისი მხარდამჭერები აღნიშნულ ფაქტს რუსეთის მხრიდან, უკრაინასა და საქართველოში ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროებზე შურისძიებად აფასებენ
გია ცერცვაძე დროებითი პატიმრობიდან 27 იანვარს პროკურორის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.