თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და მასთან ერთად დაკავებულ კერძო არქიტექტორს ვალერი მიმინოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ძაგნიძეს და მიმინოშვილს თაღლითობაში ედებათ ბრალი. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
პროკურატურის ინფორმაციით, კი მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლევან ძაგნიძემ კერძო არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქეს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც მოქალაქეს თითქოს მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა მოქალაქე ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული დაკავებულებისთვის.
შოთაძის უწყების მირ გგავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულებმა აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.