მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან ბრძოლაში, ერთ-ერთი მეხანძრე შეუძლოდ გახდა, რადგან ის უშუალოდ ხანძრის ეპიცენტრში მოხვდა. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ამ მომენტისთვის მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
შეგახსენებთ, დღეს, 14 საათისთვის მთაწმინდაზე, კერძოდ ჭონქაძის ქუჩის მიმდებარე ტერირორიაზე ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.