ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

70 ათასზე მეტი ხელმოწერა: ჯორჯ სოროსის ტერორისტად აღიარებას მოითხოვენ

70 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერ ხელი პეტიციას, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაეგზავნა. ხელმომწერები ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ტერორისტად აღიარებას მოითხოვენ. ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ სოროსი “მუდმივად ცდილობდა სიტუაციის დესტაბილიზაციას და შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“. პეტიციის ავტორების აზრით, მილიარდერმა შექმნა და დააფინანსა ათეულობით (და ასობით) ინდივიდუალური ორგანიზაცია, ერთადერთი მიზნით, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ემოქმედა.

“იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს ჯორჯ სოროსი და მისი ყველა ორგანიზაცია ტერორისტად, ასევე მას პირადი ქონება უნდა ჩამოერთვას“, – ასეთია პეტიციის ავტორთა აზრი.

შეგახსენებთ, ჯორჯ სოროსმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერი შესაძლოა დიქტატორი გახდეს.

 

იტვირთბა....