2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მეტოქე შესაძლოა ქალი იყოს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციასთან დაახლეოებული წყარო ამბობს, აღნიშნული თანამდებობისთვის შესაძლოა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა იბრძოლოს.
ერთ-ერთ კანდიდატად ასევე სახელდებიან: რუსეთის სოციალ-დემოკრატიული ქალთა კავშირის თავმჯდომარე ნატალია ველიკაია, ეროვნული მშობელთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი ირინა ვოლინეცი და ცენტრალური საბჭოს წევრი ირინა პეტელიაევა.
ქსენია სობჩაკი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.