“ნუ მემუქრებით ციხით”- ასე მიმართა თუმანიშვილის თეატრის აწ უკვე ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ კულტურის მინისტრს:
“თუ რამე გაქვთ დასამტკიცებელი დადეთ, ეს უკვე არის უღირსობაზე მეტი. შენ იცი მიშა, რომ მე შენთან ვარ 100%-იანი მართალი” – განაცხადა ქეთი დოლიძე “მაესტროს” პირდაპირ ეთერში.
დოლიძის თქმით, მან მინისტრს ფესტივალისთვის მხოლოდ დახმარება თხოვა, თუმცა მინისტრმა შეასრულა ზუსტად ის, რაც წინა ხელისუფლებას გაუხარდებოდა.
დოლიძის განცადებით, ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი წარმოებული კამპანიის შემდეგ, ასეთი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც კულტურის მინისტრმა ქეთი დოლიძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენა, განაცხადა, რომ თეატრში სერიოზული ფინანსური დარღვევებია.