“ქალბატონი ქეთის შემთხვევაში სრული ქაოსია სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, რაც ძლიან მნიშვნელოვანია სსიპისთვის და სწორედ პირველი პირის პასუსიხმგებლობაა. სრული ქაოსია საბუღალტრო აღრიცხვის ნაწილში, მათ შორის საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლების, სახაზინო ანგარიშების და ა.შ”-ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ “TV პირველის” ეთერში თუმანიშვილის თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქეთი დოლიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
ის საუბრობს თუმანიშვილის თეატრში ფინანსურ დარღვევებზე და აცხადებს, რომ მართვის და მენეჯმენტის თვალსაზრისით აბსოლუტური შეუსაბამობაა. გიორგაძე ამბობს, რომ ეს ფაქტები პირველი პირისთვის ცნობილია:
“ჩვენ ვსაუბრობთ სსიპებზე, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებიან და შესაბამისი რეგულაცია მოჰყვება მათ განკარგვას. სსსიპები გადალაგდნენ ხაზინის ანგარიშებზე, მათ აღარ აქვთ კომერციულ ბანკებში ანგარიშები. ამას ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეგულაციები მოჰყვება. ნებისმიერი თანხა, რომელიც გადის ან შედის თეატრში, ამაზე ძალიან მკაფიოდ გაწერილი რეგულაციებია. ამ ნაწილში ძალიან ბევრი დარღვევა იყო აღმოჩენილი.
მართვის და მენეჯმენტის თვალსაზრისით აბსოლუტური შეუსაბამობააა, იმ არსებულ რესურსთან შედარებით, რომელიც ბუნებრივია, პირველი პირისთივს ცნობილია. ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არის გაწერილი, რომელიც საჯარო სსიპების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას არეგულირებს”- განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტიებით, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის. დოლიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.
“ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა!”, – წერს დოლიძე.
“5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გრიგოლეთში! იზეიმეთ! წავედი, ბერტოლუჩის უნდა ვუყურო!!!!”, – წერს დოლიძე.