ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ლეიბორისტული” პარტიის მერობის კანდიდატი “ოცნების” წევრს მუქარაში ადანაშაულებს (ვიდეო)

“ლეიბორისტული” პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ფაქტის დამადასტურებელი აუდიომასალა მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გადასცა.

მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე, ქიქავას მიერ კრიტიკული განცხადება გახდა.

მომხდარზე ბათუმის მერობის კანდიდატი უკვე დაიკითხა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. ქიქავა კი ითხოვს, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრას.

„12 საათისთვის შემეხმიანა და განმიცხადა, რომ ის არის მუხრან ვახტანგაძე, უნდა ჩემთან შეხვედრა და რაღაც ქურდული გარჩევის საკითხებია. მან განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსი არ არის და რადგან საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკოსი არ არის, ესე იგი იმას ქურდული მენტალიტეტი აქვს და ქურდულად უნდა ჩემთან საქმის გარჩევა. მე ვარ ბათუმის მერობის კანდიდატი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროვოკაცია. ის არის მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონია, მე არ ვარ ფიზიკურად ძლიერი, მე ერთადერთი რაც შემიძლია, მაქვს გაფორმებული თოფი, გამოვიღო და ორივე მოვწყვიტო ორივე ფეხი,“-აცხადებს ქიქავა “რუსთავი 2”-თან.

დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე კი ბრალდებებს უარყოფს და ამბოს, რომ აღნიშნულ სატელეფონო ზარში მუქარა არ ყოფილა:

„მუქარა არ ყოფილა, ვუთხარი შევხვდეთ ერთმანეთს, ბათუმელები ვართ ორივე, აქ პოლიტიკა გამოვრიცხოთ და თუ რამე დანაშაული მიმიძღვის არ გავრბივარ აქვ ვარ-თქო. შეურაცხყოფას რატომ მაყენებ ცილს რატომ მწამებთქო. შევხვდეთ როგორც მეგობრები, როგორც ბათუმელები ისე, ეს იყო მეტი არაფერი,“-აცხადებს „კურიერთან“ საუბრისას ვახტანგაძე.

იტვირთბა....