ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრი: აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ამის შესახებ მან აბასთუმანში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ტყეში სპეციალური მილებით ტერიტორია დამუშავდება:

“აბასთუმნის ტყეში დამატებითი გზები გაიჭრა, რათა სახანძრო მანქანები შესულიყო, 200-300 მეტრში იყო ხანძრის კერა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ რომ ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მისი ლიკვიდაცია”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ხანძარი აბასთუმანში ორი დღის წინ გაჩნდა. დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში 5 ვერტმფრენი მუშაობს.

იტვირთბა....