აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ქარიშხალი „ჰარვის“ ეპიცენტრში მოხვდა, 2 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქარხნის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აფეთქება ადგილობრივი დროით ღამის 02:00 საათზე მოხდა. ქარხნის ტერიტორია წყალდიდობის შედეგად წყლით დაიტბორა, რამაც ქარხანას პრობლემები შეუქმნა. ქარხნიდან 2,4 კილომეტრის რადიუსზე მყოფ მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა – მათ შორის შერიფის მოადგილე.