დათო ოქიტაშვილსა და გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტს, ირაკლი პეტრიაშვილს შორის დაპირისპირება შეურაცხყოფებამდე მივიდა. ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დათო ოქიტაშვილის თქმით, სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში დარგი შიმშილობაზე გადადის.
“მე შემიძლია ვილაპარაკო საპენსიო რეფორმაზე, მინიმალურ ხელფასზე, შრომის ინსპექციაზე, ზეგანაკვეთურ შრომაზე. ეს შენ არ შეგიძლია. შენ შეგიძლია ილაპარაკო რივერდენსზე, რომელსაც მაყურებელს რივერდენსადჰყიდდი და კოჭლი ჯემალაჩამოგყავდა”. – უპასუხა პეტრიაშვილმა.
დათო ოქიტაშვილმა კამათის დროს, ირაკლი პეტრიაშვილს არაეთიკური სიტყვებით მიმართა. მან განაცხადა, რომ ის მოითხოვს პროფკავშირებში პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის შესვლას, რათა ნახონ ერთი თვის წინ რა მიწა გაყიდა ირაკლი პეტრიაშვილმა.
“შედით ხალხნო შეისწავლეთ ამ ადამიანს რა ქონება აქვს. ირაკლი პეტრიაშვილმა წაართვა ხალხს ქონება და ის უნდა დაუბრუნდეს მათ. შენ ხარ სანდრო გირგვლიანის მკვლელების გამპრავებელი, შენ უნდა წახვიდე სახლში”, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრის შესახებ განცხადება გააკეთა.