ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

კიევში რუსეთის I არხის ჟურნალისტი გაიტაცეს

სააგენტო “რია ნოვოსტი” ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატაცება უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს.

კომენტარი გააკეთა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, კრემლი ყველაფერს აკეთებს, რომ დაადგინოს, თუ რა მოხდა კიევში. ორი დღის წინ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინულ საიტ „მირატვორეცის“ ბაზაში მოხვდა. ის ტენდენციური სიუჟეტების მომზადებაში დაადანაშაულეს.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, კურბატოვა მუშაობდა ესპანელი ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევების საკითხებზე და არკვევდა, მონაწილეობდნენ თუ არა ნატოს წარმომადგენლები უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აღლუმზე.

იტვირთბა....