ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თელასი” აბონენტებს მიმართავს

აბონენტად დარეგისტრირებისთვის “თელასი” მოსახლეობას ურჩევს, აბონენტების მომსახურების ცენტრს მიმართონ, ან ისარგებლონ ონლაინ-რეგისტრაციის სერვისით ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.

”სს „თელასის“ ახალ აბონენტად დარეგისტრირებისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ კომპანიის სათაო ოფისში, ან ისარგებლონ ონლაინ რეგისტრაციის სერვისით ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.
შესაბამისი საბუთების მიღებას აბონენტების მომსახურების ცენტრი კომპანიის სათაო ოფისში, ვანის ქ. №3-ში, წარმოებს ყოველდღიურად 09:00 საათიდან 16 :00 საათამდე, უქმე დღეების გარდა.
ვებ-გვერდის საშუალებით საბუთების ატვირთვა ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღიურად 09:00 საათიდან 18 :00 საათამდე უქმე დღეების გარდა – my.telasi.ge („ახალი აბონენტი“)”,- ვკითხულობთ ”თელასის” მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....