ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთი საქართველოში ავიაციას კიდევ აგზავნის

ახლა უკვე აბასთუმანის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დასახმარებლად თურქეთი მზად არის.

საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუჩქუს განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში თურქეთის ერთი თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი დღის მეორე ნახევარში შემოვა.

”გასულ კვირას თურქეთი იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს. ახლა გავიგეთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის თაობაზე. შესაბამისად, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ მხარეს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩავერთვებით. გზაში არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი დღის მეორე ნახევრიდან შეუერთდებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესს. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას”, – განაცხადა გუმრუქჩუმ.

შეგახსენებთ, თურქეთის ავიაცია ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებშიც მონაწილეობდა.

რაც შეეხება აბასთუმანს, ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. დღეს, უკრაინიდან თვითმფრინავიც მოფრინავს.

იტვირთბა....