თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ერთმანეთს „ნისანისა“ და „ფოლტსვაგენის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.