„აუდიტორია 115“-ის წევრების განცხადებით, ისინი დღეს მოშიმშილე რკინიგზელების მხარდამჭერი აქციის მოწყობას გეგმავენ. მათი თქმით, დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება და ეცდებიან, რომ რკინიგზის მოშიმშილე თანამშროომლების სათქმელი, ხელისუფლებამდე ამ ფორმით მიიტანონ.
„აუდიტორია 115“-ის წევრების ინფორმაციით, დღეს ორი მოშიმშილე მშრალ შიმშილობაზე აპირებს გადასვლას. აქცია 7-ის ნახევარზეა დაგეგმილი. სტუდენტების თქმით, რკინიგზის მოქმედმა ადმინისტრაციამ კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერი მოიმოქმედა.