სიღნაღში ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე მატილდა მირზოევა სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი ავრცელებს.
“სიღნაღში ნაცემია მატილდა, ძაღლების თავშესაფარის მეპატრონე. როგორც რიგითი მოქალაქე, სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას შესაბამისი სამსახურებისგან!”- წერს ლაშა გეგეჭკორი.
ცემის ფაქტზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის. ჯერჯერობით გაუგებარია რა გახდა ძაღლების თავშესაფრის მეპატრონის ცემის მიზეზი. ეს უკავშირდება თუ არა მის საქმიანობას უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.