ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი: “სააკაშვილს ვურჩევ საკუთარი უდანაშაულობა საქართველოში დაამტკიცოს”

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ირინა ლუცენკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, საკუთარი უდანაშაულობა საქართველოს სასამართლოში დაამტკიცოს. ამის შესახებ განცხადება მან უკრაინულ ტელეკომპანია  „მეხუთე არხთან“ ეთერში საუბრისას გააკეთა.

„უკეთესი იქნებოდა, საკუთარი უდანაშულობა ქართულ სასამართლოში დაემტკიცებინა, რომელის რეფორმაც სააკაშვილმა თავადვე ჩაატარა და ამტკიცებდა, რომ ეს სასამართლო ყველაზე სამართლიანია”, – -განაცხადა ირინა ლუცენკომ.

ამასთან, როგორც რადაში პეტრო პოროშენკოს წარმომადგენელი პარლამენტში ამტკიცებს, 2017 წელს ოდესის ყოფილი გუბერნატორის მსგავსად, პრეზიდნეტმა უკრაინის მოქალაქეობა კიდევ 27 ადამინს ჩამოართვა.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში მიზეზი ერთი და იგივე იყო – ამ ადამინებამ მოქალაქოების მიღების დროს მცდარი მონაცემები წარადგინეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქოება 2015 წელს მიიღო, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2017 წელს, უკრაინის პრეზიდნეტის გადაწყვეტილებით, საქართვლოს ყოფილ პერეზიდენტს უკრაინის მოქალაქობა ჩამოართვეს.

საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თბილისმა კიევისგან სააკაშვილის ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა, თუმცა ორჯევე უარი მიიღო. სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას სექტემბერში გეგმავს.

იტვირთბა....