ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ახლოს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც reuters-ი იტყობინება,ამ დროის მონაცემებით 5 ადამიანია დაღუპული, ხოლო 7 კი – დაჭრილი.
უცნობმა პირმა სხეულზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაბულის ბანკის შესასვლელთან აამოქმედა. იმ დროს შენობასთან უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.