ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია

ახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია,- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფ. კორხის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში გაჩნდა ხანძარი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ მოხდა ათეულობით მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება.

რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოალიზება უმოკლეს დროში მოხდა. ამჟამად, მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

იტვირთბა....