ტეხასს, ბოლო 12 წლის განმავლობაში, თავს ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა. ბოლოს გავრცელებული ცნობით, სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა.
ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი. აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
სინოპტიკოსების მონაცემებით, ქარიშხალი”ჰარვი” ტეხასში კვირის შუა რიცხვებამდე გაჩერდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში არსებული სტიქიის გამო ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
როგორც CNN თეთრი სახლის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება, სამშაბათს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასში გაემგზავრება.