ბორჯომის ხეობა აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა უკვე დატოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომის ხეობა ეტაპობრივად დატოვეს.
ბორჯომის ხეობას დღეს სავარაუდოდ დატოვებენ მაშველები ბელარუსიდან და თურქეთიდან. რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის კვლავ განაგრძობს მუშაობას და ადგილზე რჩებიან ქართველი მეხანძრე – მაშველები.