მომღერალი კახა ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს, ის მერობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი იქნება. მან დღეს ბათუმელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე დარეგისტრირებისთვის 2 000 ადამიანის ხელმოწერა სჭირდება, რომლის მოგროვებასაც სამ დღეში აპირებს.
“პროგრამას დარეგისტრირების შემდეგ გაგაცნობთ. რამ გადამაწყვეტინა? პოპულარული ამ ქალაქმა გამხადა, მინდა ჩემი ენერგია მას მოვახმარო”,- განაცხადა ცისკარიძემ. მისი თქმით, ის იქნება “კახაბერი კახამერი”.