aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე მისი შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლო პროცესიდან ცნობილი ხდება, რომ ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე მისივე ბიუროს თანამშრომლის გარდა, შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ბრალდების მხარის განცხადებით, დეპუტატის შვილი პროკურატურამ თანამშრომლობისთვის გაათავისუფლა.
სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისი საკრებულოს დეპუტატი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ბრალდებით, ნავთლუღის მაჟორიტარი 25 აგვისტოს მისსავე ბიუროში დააკავა. აღსანიშნავია, რომ ნეფარიძე კორუფციის ბრალდებით ერთხელ უკვე იყო დაკავებული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

იტვირთბა....