aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული დეპუტატი ბრალს არ აღიარებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თბილისი საკრებულოს დეპუტატი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს:

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მის პოლიტიკურ მოტივებთან, პოლიტიკურ აქტივობებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ქართული ოცნების ფრაქციის წევრი კი იყო, მაგრამ ბოლოს თემები არ იყო დალაგებული ამ ურთიერთობაში და გარკვეულწილად, დამოუკიდებელი პროექტები ჰქონდა, ამიტომ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით იყო ეს მოქმედებები განხორციელებული,“ – განაცხადა ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა.

იტვირთბა....