aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიგა ბოკერიამ “მოდული” დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის სენობა დატოვა. ბოკერიამ ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ უკანასკნელი ეთი წლის განმავლობაში მის ტელეფონს უსმენდნენ:

„ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა, თვითონ იმათაც ვისაც, მათდაუნებურად, ამ საქმის გამოძიებას ავალებენ. ამიტომ ამ აბსურდიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საერთაშორისო იმიჯს, დემოკრატიულ ტრადიციას ამ მთავრობამ, ივანიშვილის გუნდმა, უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა პოლიტიკური დევნით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნით. ალბათ, სამწუხაროდ, ამას გააგრძელებს, რადგან ამ ხალხმა სხვა არაფერი იცის, გარდა ამ ტიპის ქმედებებისა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღესვე სუს-ში რუსთავი2-ის გენერალური დირექტორიც იმყოფებოდა. ნიკა გვარამიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცნობეს, რომ მის ტელეფონს უსმენდნენ.

იტვირთბა....