ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკა გვარამია: მითხრეს, რომ ჩემი ტელეფონს უსმენდნენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. გვარამია გუშინ საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს. გვარამიამ ე.წ. მოდულის შენობა უკვე დატოვა:

„საპროცესო კანონმდებლობი მოთხოვნა შესრულდა, მაცნობეს, რომ მიმდინარეობდა ჩემს ტელეფონზე ფარული მიყურადება, არაფერი საეჭვო არ იქნა აღმოცენილი და ეს შემატყობინეს, საქმის მასალები დიდია, გაცნობა არც მიცდია, გავეცანით იმას, რაც ჩვენთვის საინტერესო იყო. გამოძიება მიმდინარეობს, ამ საქმის მთავარი ფიგურანტი არის სააკაშვილი და ის ის საქმეები რომლებიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, უკრაინიდან მისი ექტრადიცია არ არის შესაძლებელი, არ არის გამორიცხული მას ისეთი ტიპის ბრალი წარუდგინონ, რომელიც მის ექსტრადიციის აუცილებლობას გამოიწვევს“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიასთან ერთად, სუს-ში დაბარებულია ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ბოკერიაც.

იტვირთბა....