ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისლანდიაში დაღუპული ნიკა ბეგიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

ისლანდიაში დაღუპული ნიკა ბეგიძე წუხელ სამშობლოში ჩამოასვენეს. გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

14 აგვისტოს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერთან, მდინარეში ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს 19 ივლისს გაუჩინარებული ქართველი, 22 წლის ნიკა ბეგაძე იყო.

ნიკა ბეგაძე გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ წავიდა და გაუჩინარდა. მის ავტომობილთან ანკესები, მობილური ტელეფონი და პასპორტი იპოვეს. ის სწავლის და მუშაობის მიზნით საზღვარგარეთ 2016 წლის მაისში წავიდა – ჯერ პოლონეთში, მერე ისლანდიაში. ნიკა ბეგაძე პროფესიით პროგრამისტი იყო.

იტვირთბა....