ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში 53 წლის ქალმა ლატარეაში 758.7 მილიონი დოლარი მოიგო

მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრებმა 53 წლის ქალმა, მევის უონჩოკმა ლატარეაში $758.7 მილიონი მოიგო. ექსპერტები მას ურჩევდნენ, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, ცოტა ხნით ანონიმურობა დაეცვა.

თუმცა, როგორც “გარდიანი” იუწყება, მას შემდეგ, რაც ქალმა გაიგო ჯეკპოტის მოგების შესახებ, დამსაქმებლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა.

“დავურეკე და ვუთხარი, რომ არ დავბრუნდები. პირველი, რაც მინდა გავაკეთო, არის ის, რომ დავჯდე და დავისვენო “, – განაცხადა მან.

$ 758.7 მილიონიანი ინდივიდუალური ჯეკპოტი აშშ-ის ლატარიის ისტორიაში მეორე შემთხვევაა. რა თქმა უნდა, ეს არის არის სრული თანხა, რომელსაც მოგებული სახლში წაიღებს, როგორც ცნობილია, საგადასახადო ჯეკპოტიდან დაახლოებით $120.1 მილიონს დაიკავებს.

იტვირთბა....