ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომში,ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში სამხედროები ერთვებიან

ბორჯომში, სტიქიის მეექვსე დღეს, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში სამხედროები ერთვებიან. აღმოსავლეთ სარდლობის ათასამდე ჯარისკაცი სოფელ დაბის ტერიტორიაზე დილის 06:00 საათზე გამოჩნდა. კვლავ განაახლა დილიდან მუშაობა ავიაციამ. დილით მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით მორიგი თათბირიც გაიმართა საგანგებო შტაბში.

„დადგა საჭიროება უფრო მეტი ცოცხალი ძალის. ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთის სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას.

ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....