ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს: ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა

ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ express-ი წერს.

პოლიციის ცნობით, ხელყუმბარა ღამის კლუბის შესასევლელში აღმოაჩინეს. პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ქუჩა გადაკეტა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გუშინ ტერორისტული საფრთხის გამო ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში როკ-კონცერტი გაუქმდა. ქალაქის მერის განცხადებით, ამის მიზეზი კონცერტის ჩატარების ადგილთან ახლოს გაზის ბალონების აღმოჩენა გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

იტვირთბა....