ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები: „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500,000 ლარს გამოყოფს.

ინფორმაცია ამის შესახებ “ევექსის” ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა:

“დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა და მაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა”- აღნიშნულია განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ამ დროის მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 100 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფელ დაბასთან მოწყობილ საგანგებო შტაბთან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტმრა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

იტვირთბა....