ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი სტიქიის ზონაშია

პატრიარქი სტიქიის ზონაში ჩავიდა.  ბორჯომის ხეობაში, საგანგებო შტაბის ტერიტორიაზე პატრიარქს სასულიერო პირები, პრემიერ-მინისტრი და საგანგებო შტაბის წევრები დახვდნენ. 

საგანგებო შტაბის ტერიტორიაზე პატრიარქთან შესახვედრად ადგილობრივი მოსახლეობაც მივიდა.

როგორც “მეტრონომს” საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, ილია მეორე სოფელ დაბის ეკლესიაში სამადლობელ პარაკლისს აღავლენს.

გუშინ ბორჯომის ხეობაში სასულიერო პირებიც ჩავიდნენ, რომლებმაც პარაკლისი აღავლინეს და მეხანძრე-მაშველებს საკვები ჩაუტანეს.

იტვირთბა....