ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 300-მდე ცოცხალი ძალა ჩაერთო

შინაგან საქმეთა  მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით 300-მდე ცოცხალი ძალა ჩაერთო.  მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის ახალი კერები არ არის და მიმდინარეობს ძველი კერების ლოკალიზება.

”ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი ართულებს სამუშაოებს, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიურად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე დაემატა 300-მდე ცოცხალი ძალა. ყველაზე პრობლემული ამჯერად კვლავ სოფელ დაბასთან ვითარებაა.

აქ მთის ფერდობზე, პრაქტიკულად, ლოკალიზებული იყო ცეცხლი, თუმცა ის ქარმა გააღვივა. ახალ კერებს რაც შეეხება, ისინი მონიშნული არ გვაქვს იმიტომ, რომ არ არსებობს, თუმცა ძველ კერებზე ვმუშაობთ, რომლებზეც ვერ მოხდა ჯერ ხანძრის ლოკალიზება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

იტვირთბა....