გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა 405 000 ლარი შეადგინა.
“ჯამში, სულ დაზიანდა 33 საცხოვრებელი სახლის სახურავი. ზარალის ოდენობამ ორივე მუნიციპალიტეტში 405 000 ლარი შეადგინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალურ და სამაშველო სამსახურებს ოპერატიული რეაგირებისა და გაწეული დახმარებისთვის”, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
ცნობისთვის, ურეკში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. სტიქიის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ელექტეოგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა შეკვეთილის ნაწილს და ურეკს.
შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები.