ახალი ამბები ვიდეო მთავარი

სროლის ხმა საოკუპაციო ხაზთან: რუსმა ოკუპანტებმა ყარაფილასთან ცეცხლი გააჩინეს (ვიდეო)

მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრი ანა ჭარხალაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ყარაფილას ტყის მხარეს სროლის ხმა ისმის. მისი ინფორმაციით, რუსებმა მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

“მეტრონომი” აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა. მათი განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ”-განაცხადეს “მეტრონომს” სუს-ში

აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს “სპუტნიკმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაღალმთიან პოლიგონ ძარცემზე სამხედრო ტაქტიკური სწავლება დაიწყო, რომლის დროსაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დილსოცირებულმა საოკუპაციო ძალებმა პირობითი მოწანააღმდეგის შეტევა მოიგერიეს.

საოკუპაცო ჯარების ტაქტიკურ სწავლებაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 სამხედრო ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩართული იყო უპილოტო საფრენი აპარატიც. “სპუტნიკის” ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი თუ როდემდე გრძელდება საოკუპაციო ჯარების წვრთნები.

იტვირთბა....