აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც ცნობილია, ლეილა მუსტაფაევა გამოძიებას, საქმის რამდენიმე მტკიცებულებას წარუდგენს. საუბარია ვიდეო და ფოტო მასალაზე, რომელიც ჟურნალისტის მეუღლის განცხადებით, აფგან მუხთარლის ოჯახის წევრებს მის გატაცებამდე და გატაცების შემდეგ უთვალთვალებენ.
ლეილა მუსტაფაევამ მასალა პროკურატურას 7 აგვისტოსაც გადასცა, მისი განცხადებით, პირი, რომელიც მას უთვალთვალებს, იგივე პიროვნებაა, ვინც მუხთარლის გატაცების საქმეში ფიგურირებდა.
მუსტაფაევა მასალაზე აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების გატარებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს და ახლა ის აზერბაიჯანის ციხეშია დაკავებული.