ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ბარამიძე კლინიკაში გადაიყვანეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი გია ბარამიძე ჰოსპიტალიზებულია. როგორც “მეტრონომს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბარამიძე ტაბაწყურის ტყეში ცხენით გადაადგილდებოდა, როდესაც ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. მას ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“გიორგი ბარამიძე ბორჯომში ტაბაწყურის ტყეში ცხენით მოძრაობდა, როდესაც ცხენიდან გადმოვარდა. მან ზედა კიდურზე სერიოზული დაზიანება მიიღო. სამწუხაროდ ტრამვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას ახლა საოპერაციოდ ამზადებენ. მედიკსოების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”,-განუცხადეს “მეტრონომს” პარტიის პრესსამსახურში.

იტვირთბა....